სასწავლო პროექტი

ვაჟა–ფშაველა და მითოსი


პროექტის მთავარი იდეა(თემა): მოსწავლეები გაეცნობიან ნაწარმოებებს, რომლებშიც გადამწყვეტ როლს ასრულებს მითოსური სამყარო.

პროექტის აქტუალურობა:  მოსწავლეები შესწავლიან და ყურადღებას გაამახვილებენ იმ დეტალებზე,თუ რა საერთო აქვთ პერსონაჟებს მითოსურ სამყაროსთან.(მაგ.,მინდიას ფერიცვალება"გველის მჭამელიდან" და ლუხუმი "ბახტრიონიდან").

პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია ვაჟა–ფშაველას ნაწარმოებების სიღმისეული წვდომა და მათთვის შეუცნობელი სამყაროს წვდომა.

მოსწავლის ასაკი:17–18


ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შევქნათ კედლის გაზეთი, ლიტერატურული ალმანახი, გავაკეთებთ პრეზენტაციას, მოვიძიებთ მასალებს ინტერნეტით.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები, ინტერნეტი, თაბახის ფურცელი, სურათი.

პროექტის მსვლელობა:


აქტივობა1დრო ერთი კვირა
მოსწავლეებს დავყოფ სამ ნაწილად და მივცემდავალებას, ამოკრიბონ ტექსტიდან ის ადგილები, რომელოც მითოსურ სამყაროზე მეტყველებს.

აქტივობა 2–დრო 3 დღე
ტაქსტზე მუშაობა და განსხვავებული აზრის დაფიქსირება.

აქტივობა 3–დრო ერთი კვირა.
ახლა კი მოიძიონ მითოსურ სამყაროზე მასალა და დაუკავშირონ პერსონაჟებს, ტექსტურ მასალას.

აქტივობა 4–დრო 3 დღე
ჯგუფის ლიდერები წარმოადგენენ მოპოვებულ მასალას, დეტალებს აზუსტებენ მასწავლებელთან, ამზადებენ მასალას კედლის გაზეთისთვის. მასწავლებლი მეთვალყურეობს და აკეთებს მასალის კორექციას.

აქტივობა5–დრო 3 დღე
კედლის გაზეთის გამოქვეყნებადა პრეზენტაციისთვის მზადება.

აქტივობა 6–დრო ერთი დღე

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული.


ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...), არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;
·         ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ არის მსმენელი, რა სოციალურ-კულტურული ინტერესები და ცოდნის დონე აქვს აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი განსახილველ საკითხს და ა.შ.);
·         წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
·         მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·         საუბრობს  კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;

ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ადარებს ერთმანეთს გამოყენებულ საინფორმაციო წყაროებ (მაგ., CD-ROM, ინტერნეტი, საენციკლოპედიო სტატია და საგაზეთო წერილი), შეაფასებს თითოეულს მოცემული მიზნის, სანდოობის და ა.შ. თვალსაზრისით;
·         ამზადებს ტექსტს წინასწარ, აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას და მოიპოვებს დამხმარე  (მაგალითად, ვიზუალურ) მასალას საპრეზენტაციოდ;
·         ძირითადი იდეისა თუ ინფორმაციის ანალიზისთვის მოიპოვებს საჭირო მასალას სხვადასხვა საშუალების (მაგ., თვალის გადავლების, ხელახალი წაკითხვის, ამონაწერების და შენიშვნების ამოკრების და სხვ.) გამოყენებით;
·         ზეპირი გამოსვლის მოსმენისას იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას (მაგ., ჩაინიშნავს საყრდენ სიტყვებსა და ფრაზებს, შეადგენს გამოსვლის მოკლე გეგმას  და სხვ.) მტკიცებულებათა ბუნების განსაზღვრისა და მსჯელობის თანმიმდევრულობის შეფასების მიზნით;

 ქართ. XII. 4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინასწარ ამზადებს პრეზენტაციას (განსაზღვრავს პრეზენტაციის ხანგრძლივობას, არჩევს მთავარ სათქმელს, ამზადებს ვიზუალურ მასალას, ალაგებს მას პრეზენტაციის თანამიმდევრობის შესაბამისად და ა.შ.);
·         გადის რეპეტიციას მეგობრების, ოჯახის წევრების ან სარკის წინ (ინიშნავს დროს, ვარჯიშობს მახვილისა და ინტონაციის, მიმიკის მოდიფიცირებაში);
·         პრეზენტაციამდე ეცნობა აუდიტორიას და შეაქვს ცვლილებები აუდიტორიის ცოდნის დონის, ასაკის, ინტერესების გათვალისწინებით;
·         პრეზენტაციის შინაარსის შესაბამისად ახდენს ხმის მოდულაციას (მნიშვნელოვან იდეას / აზრს წარმოთქვამს ნელა, ხმამაღლა და შეიძლება დამარცვლითაც, იყენებს ლოგიკურ მახვილებს);
·         პროექტის ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლამდე აკეთებს პაუზას და მიმართავს აუდიტორიას, აქვთ თუ არა შეკითხვები პროექტის ამ ნაწილთან დაკავშირებით;
·         ზეპირი გამოსვლისთვის წინასწარ ამოიწერს ბარათებზე მნიშვნელოვან ფრაზებს, მონაცემებს ან ძირითად თეზისებს, რომლებიც ეხმარება პრეზენტაციის თანამიმდევრულად წარმართვაში;
·         პრეზენტაციისას ინარჩუნებს მხედველობით კონტაქტს.

 ქართ. XII. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.                         

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ახასიათებს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, კულტურულ-სოციალურ გარემოს;
·         მსჯელობს, სად გამოვლინდა ნაწარმოებში კონკრეტული ეპოქის ფასეულობები და  ღირებულებები;
მსჯელობს ავტორის/პერსონაჟის ფასეულობებსა და შეხედულებებზე, რომელთაც ისინი ავლენენ ტექსტში განვითარებულ კონფლიქტთან მიმართებაში;


პროექტის ხელმძღვანელი: მაია გოგუაძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maiko.goguadze@gmail.com